ვმო-ს ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

მისი უფლებამოილების ვადა 2021 წლის 1 სექტემბერს  იწორება

1417884
ვმო-ს ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) ხელმძღვანელი,  რობერტო აზევედო აცხადებს, რომ ის თანამდებობას ვადამდე ერთი წლით ადრე, 2020 წლის 31 აგვისტოს  დატოვებს.

”მე გადავწყვიტე, რომ თანამდებობიდან 2020 წლის 31 აგვისტოს გადავდგები, ამით პოსტზე ყოფნის მეორე ვადა ზუსტად ერთი წლით შემცირდება“,  განაცხადა აზევედომ. განცხადების ტექსტს ორგანიზაციის პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ აზევედაო ვმო-ს გენერალური დირექტორის თანამდებობას 2013 წლის სექტემბრიდან იკავებს. იგი 2017 წლის სექტემბერში  ოთხწლიანი ვადით მეორედ აირჩიეს. მისი უფლებამოილების ვადა 2021 წლის 1 სექტემბერს  იწორება.



მსგავსი ინფორმაციები