სსფ-ის პროგნოზები კიდევ უფრო გაუარესდა
“მრავალი ქვეყნის ეკონომიკური მონაცემები, მოსალოდნელზე უფრო უარესია“
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) თავჯდომარის, კრისტალინა გეორგიევას განცხადებით, მრავალი ქვეყნის ეკონომიკური მონაცემები, მოსალოდნელებზე გაცილებით უფრო უარესია და დიდი ალბათობით, 2020 წლის სავარაუდო ეკონომიკურ პროგნოზებს ივნისში განაახლებენ და გააქტიურებენ რა, უფრო ცუდ მონაცემებს ელიან. გეორგიევამ ასეთი შინაარსის შეფასება გააკეთა Financial Times-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ტელეკონფერენციის მეთოდით, რომელზედაც ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის, გლობალურ ეკონომიკურ ზეგავლენაზე და მის უარყოფით შედეგებზე საუბრობდნენ. ”მრავალი ქვეყნის მონაცემები კიდევ უფრო უარესია, ვიდრე ჩვენი პესიმისტური პროგნოზები და შეფასებები,” განაცხადა გეორგიევამ და იქვე დაამატა, რომ კოვიდ 19-გან გამოწვეული კრიზისი, შესაძლებლობად უნდა გადააქციონ და ამ მიზნით უნდა მოხდეს სტრუქტურული გაუმჯობესებები იმ საკითხებში, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მდგრადი ზრდის უზრუნველყოფასთან