გაერო შეშფოთებულია კორონავირუსის უღარიბეს ქვეყნებში გავრცელებით

გუტერესმა გლობალური დახმარების გეგმა გააფართოვა

1412593
გაერო შეშფოთებულია კორონავირუსის უღარიბეს ქვეყნებში გავრცელებით

გაერომ განაცხადა, რომ კოვიდ-19 ეპიდემიის  გავრცელება, სავარაუდოდ,  მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში პიკს მიაღწევს 3-დან 6 თვის განმავლობაში. ამიტომაც გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა, ეპიდემიასთან ბრძოლის მიზნით,  მარტში გამოცხადებული  2 მილიარდი დოლარის მოცულობის გლობალური დახმარების გეგმა, კიდევ უფრო გააფართოვა. გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე, მარკ ლოუკოკის შეფასებით, ეს დაავადება მწვერვალს მიაღწევს მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში 3-დან 6 თვის განმავლობაში და ყველაზე დიდ დარტყმას ისინი მიიღებენ, რაც არასტაბილურობას გამოიწვევს მათში რა, ეს ეპიდემია გამოიწვევს კონფლიქტებს, სიღარიბეს, შიმშილს, სხვა დაავადებებს და ამის პრევენციისათვის საჭიროა 6-7 მილიარდი დოლარი. ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში, გაეროს დახმარების პროგრამებს 9 ახალი ქვეყანა დაემატა და ესენია: ბენინი, ჯიბუტი, ლიბერია, მოზამბიკი, პაკისტანი, ფილიპინები, სიერა ლეონე, ტოგო და ზიმბაბვე.



მსგავსი ინფორმაციები