შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია: "195 მილიონი ადამიანი უმუშევარი დარჩება"

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია: "195 მილიონი ადამიანი უმუშევარი დარჩება"

1393614
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია: "195 მილიონი ადამიანი უმუშევარი დარჩება"

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით (ILO) ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) კრიზისის გამო 2020 წლის მეორე ნახევარში 195 მილიონი ადამიანი მთლიანი განაკვეთის სამსახურის დაკარგვას გამოიწვევს.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტომას გაი რაიდერმა ჟენევაში ვიდეოკონფერენციის გზით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „როგორც განვითარებულ ისე განვითარებად ქვეყნებში მუშები და ბიზნესი კატასტროფის წინაშე არიან. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად, გადამწყვეტად და ერთად. სწორმა და დაუყოვნებელმა ზომებმა შეიძლება განსხვავება შექმნას გადარჩენასა და ჩამონგრევას შორის.“

რაიდერმა განაცხადა, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალი მოხსენების თანახმად, გლობალური მუშახელიდან ყოველი ხუთი ადამიანიდან ოთხზე მეტი ცხოვრობს იმ ადგილებში, სადაც (კოვიდი -19)-ის გამო სრული ან ნაწილობრივი სამუშაო ადგილის დახურვა მოხდა.

რაიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, განსაკუთრებით მაღალი-საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების თაოსნობით მოსალოდნელია დიდი ზარალი სხვადასხვა შემოსავლის მქონე ჯგუფებში.

მისივე თქმით, კოვიდ -19-ის კრიზისი, ივნისამდე, სავარაუდოდ, გლობალურ დონეზე სამუშაო საათების 6.7 პროცენტს გააუქმებს, რაც ნიშნავს 195 მილიონი ადამიანის მიერ სრული განაკვეთის სამუშაოს დაკარგვას.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში ნათქვამია, რომ წლის მეორე კვარტალში მოსალოდნელი 195 მილიონი გლობალური სამუშაო ადგილის დანაკარგიდან 125 მილიონი მოხდება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, თუმცა ამასთანავე ჩინურმა კომპანიებმა მუშაობა განაახლეს.

გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 18 მარტს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კოვიდ-19-ის ეპიდემიის გამო, მსოფლიოს მასშტაბით 2020 წლის ბოლოსთვის 25 მილიონმა ადამიანმა შეიძლება დაკარგოს სამსახური.



მსგავსი ინფორმაციები