Fitch Ratings: "გლობალური პანდემიის მიუხედვად თურქეთის ეკონომიკა ზრდას გააგრძელებს"

Fitch Ratings: "გლობალური პანდემიის მიუხედვად თურქეთის ეკონომიკა ზრდას გააგრძელებს"

1392076
Fitch Ratings: "გლობალური პანდემიის მიუხედვად თურქეთის ეკონომიკა ზრდას გააგრძელებს"

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings- ის დირექტორმა დუგლას ვინსლოუმ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, თურქეთის ეკონომიკა მიმდინარე წლის მესამე კვარტლიდან ზრდას გააგრძელებს და 2021 წელში ის 4,5%-ს მიაღწევს.

Fitch Ratings- მა გასულ კვირაში გამოქვეყნებულ "გლობალური ეკონომიკური ხედვის" განახლების ანგარიშში განაცხადა, რომ გლობალური ეკონომიკა წელს 1,9 პროცენტით შემცირდება.

ვინსლოუმ, 2020 წელში გლობალური რეცესიის მიუხედავად, თურქეთში 0.8 პროცენტიანი ზრდის პროგნოზის მიზეზად წლის დასაწყისში კერძო საბანკო სესხების ზრდის იმპულსი და დაბალი საპროცენტო განაკვეთი დაასახელა.

ვინსლოუმ აღნიშნა, რომ თურქეთში 2020 წელში მოსალოდნელია 8.5 პროცენტიანი ინფლაცია და დაამატა: "ცენტრალური ბანკი იძლევა სიგნალს, რომ მზად არის საპროცენტო განაკვეთები დაწიოს. ამის გამო, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ საპროცენტო განაკვეთი წლის ბოლომდე 100 საბაზისო პუნქტით 8,75 პროცენტამდე შემცირდება.“



მსგავსი ინფორმაციები