ტრამპს ნავთობის წარმოების შემცირება სურს

იგი ამის თაობაზე ბინ სელმანს ესაუბრა

1390363
ტრამპს ნავთობის წარმოების შემცირება სურს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ნავთობის ყოველდღიური წარმოების შემცირების შესახებ თავის სოციალური მედიის ანგარიშიდან მესიჯი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: ”ახლახან ტელეფონით შევხვდი ჩემს მეგობარს,  საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს მუჰამედ ბინ სელმანს, რომელიც თავის მხრივ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. ახლა მე ველოდები და ვიმედოვნებ, რომ ეს ქვეყნები, დღეში 10 მილიონი ბარელით შეამცირებენ თავიანთი ნავთობის წარმოებას“. როგორც ცნობილია, კორნავირუსის ეპიდემიამ შეასუსტა ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები და ნავთობზე მოთხოვნილება მთელს მსოფლიოში, ხოლო ამის პარალელურად ასევე ნედლი ნავთობის ფასის, 2002 წლის აქეთ, ყველაზე დაბალ დონეზე დაწევაც გამოიწვია



მსგავსი ინფორმაციები