ევროკავშირმა კოვიდ-19-თან ბრძოლის საგანგებო ზომები დაამტკიცა

ევროკავშირმა ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის გამო 37 მილიარდი ევროს ოდენობის ფონდის შექმნა და საგანგებო ზომები დაამტკიცა

1388048
ევროკავშირმა კოვიდ-19-თან ბრძოლის საგანგებო ზომები დაამტკიცა

ევროკავშირმა ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის გამო 37 მილიარდი ევროს ოდენობის ფონდის შექმნა და საგანგებო ზომები, მათ შორის ფრენის ნებართვის წესების შეჩერება, დაამტკიცა.

ევროსაბჭომ გამოაცხადა, რომ დამტკიცებულია რეგულაციები, რომლებიც შეიცავს სპეციალური ზომების მიღებას ახალი ტიპის კორონავირუსის თაობაზე.

მის შესაბამისად, ევროკავშირის ბიუჯეტიდან 37 მილიარდი ევრო გადაირიცხება კორონავირუსის წინააღმდეგ რეაგირების საინვესტიციო ინიციატივაში. წევრ ქვეყნებს საშუალება ექნებათ სწრაფად დაეხმარონ ამ რესურსით სამედიცინო სისტემებს და მენეჯმენტს.

ევროკავშირის სოლიდარობის ფონდი, რომელიც შეიქმნა ბუნებრივი კატასტროფების დროს გამოსაყენებლად, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საგანგებო სიტუაციებში, როგორიცაა Kovid-19.

ევროკავშირის ფრენების ნებართვების წესები, რომლებიც ავიაკომპანიები ვალდებულები არიან შეასრულონ, 1 მარტიდან 24 ოქტომბრამდე შეჩერდება.

ეს რეგულაციები ძალაში შევა 1 აპრილს, ევროკავშირის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნების შემდეგ.



მსგავსი ინფორმაციები