ბაქოს მახლობლად კასპიის ზღვაში ნავთობის საბადო აღმოაჩინეს

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს მახლობლად კასპიის ზღვაში ნავთობის საბადო აღმოაჩინეს

1381255
ბაქოს მახლობლად კასპიის ზღვაში ნავთობის საბადო აღმოაჩინეს

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს მახლობლად კასპიის ზღვაში ნავთობის საბადო აღმოაჩინეს.

საბადოს, რომელიც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) და ნორვეგიის კომპანია Equinor-მა ბაქოს აღმოსავლეთით 120 კილომეტრში აღმოაჩინეს, ”ყარაბაღი” უწოდეს.

კომპანიამ, რომელმაც საბურღი ოპერაციები 2019 წლის 23 დეკემბერს დაიწყო, საბადო მიწის სიღრმეში 3,400 მეტრზე დააფიქსირა.

აღინიშნა, რომ ნავთობის საბადოში 60 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის რეზერვებია.



მსგავსი ინფორმაციები