რუსეთს ნავთობზე ფასების დაცემა არ აშინებს

მათ ეროვნულ ფონდში არსებული 138 მილიარდი დოლარის იმედი აქვთ

1374978
რუსეთს ნავთობზე ფასების დაცემა არ აშინებს

რუსეთმა განაცხადა, რომ საწვავის დაბალ ფასებს, მომავალი 6-10 წლის განმავლობაში გაუძლებენ. როგორც ცნობილია ნავთობის ფასი, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია, 30 პროცენტით დაეცა და ბარელის ფასი 32 დოლარი გახდა. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს წერილობით განცხადებაში შეფასებები მისცეს ნავთობის ფასების მკვეთრ შემცირებას და აღნიშნეს, რომ ქვეყნის კეთილდღეობის ეროვნულ ფონდში 1 მარტის მდგომარეობით 10.1 ტრილიონი რუბლი (დაახლოებით 138 მილიარდი დოლარი) ირიცხება. ”ფონდში არსებული აქტივები ისეთი დონისას წარმოადგენენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მომავალი 6-10 წლის განმავლობაში ნავთობის ფასები ბარელზე 25-30 დოლარი დარჩება, მაინც დაფარავს ღია დეფიციტს და მაკრო-სტაბილურობაც შენარჩუნდება,” ხაზგასმულია ამ განცხადებაში

 



მსგავსი ინფორმაციები