ტრაპიზონიდან კატარის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება

ფრენები კვირაში სამჯერ იქნება

ტრაპიზონიდან კატარის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება

კატარის ავიახაზების (Qatar Airways) თურქეთის გაყიდვების მენეჯერმა და სხვა უცხოური ავიაკომპანიების წარმომადგენლებმა გუშინ, ტრაპიზონის გუბერნატორ  ისმაილ უსტაოღლუს ეწვივნენ. ტრაპიზონის გუბერნიიდან გავრცელებული ინფორმაციით,  შეხვედრაზე ტრაპიზონიდან-კატარის და კატარიდან-ტრაპიზონის მიმართულებით დასაწყები პირდაპირი ფრენების დეტალები განიხილეს. მათივე ინფორმაციით, ტრაპიზონიდან კატარის მიმართულებით და პირიქით პირდაპირი რეისები მიმდინარე წლის 20 მაისს დაიწყება და იგი კვირაში სამჯერ განხორციელდება.



მსგავსი ინფორმაციები