თურქეთში ვიზიტორთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა

52.5 მილიონი ვიზიტორით მან მსოფლიოში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა

1357499
თურქეთში ვიზიტორთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა
Turkiye turistler.jpg
ingiliz turistler.jpg

თურქეთი გახდა მსოფლიოში რიგით მე-6 ქვეყანა, რომელსაც 2019 წელში ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მონაცემებით, განისაზღვრა ის ქვეყნები, რომლებმაც გასულ წელს ყველაზე მეტ ტურისტს უმასპინძლეს. შესაბამისად, გასულ წელს თურქეთში ჩამოსულ უცხოელთა რაოდენობა, 2018 წელთან შედარებით 14%-ით გაიზარდა და მთლიანობაში 52.5 მილიონს მიაღწია და ამით მან მსოფლიოში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. პირველ ადგილზე 90 მილიონზე მეტი ვიზიტორით საფრანგეთია, მას  83.8 მილიონით ესპანეთი მოჰყვება, აშშ-ი 78,7 მილიონი ვიზიტორით მესამე ადგილზეა, მეოთხეზე  67,5 მილიონით ჩინეთია და მეხუთეზე კი 64,6 მილიონით იტალიაა. პირველ ათეულში შევიდნენ ასევე მექსიკა, ტაილანდი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი.



მსგავსი ინფორმაციები