ამერიკამ ახალი სანქციები დაუწესა ირანს

ისინი წინანდელებზე უფრო მძიმე და მკაცრია

ამერიკამ ახალი სანქციები დაუწესა ირანს

 

თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსულმა  აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მათ ირანს, ერაყში მდებარე ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, ახალი და უფრო მკაცრი სანქციები დაუწესეს. მანვე გაამართლა ირანელი გენერლის ლიკვიდაცია და თქვა: ”მისი ლიკვიდაცია დიდი ხნის წინ უნდა გაგვეკეთა. ობამას ადმინისტრაციის შეცდომებით, ირანულმა რეჟიმმა მოიპოვა ფინანსური ძალა და  ეს თანხები დახარჯა ტერორიზმის დაფინანსებაში. ჩვენ კი ეს დავასრულეთ.” მისივე თქმით, ახლანდელი სანქციები, რომლებსაც უკვე ხელი მოაწერა და რომელსაც ხაზინის სამინისტრო მალე გამოაქვეყნებს, უფრო მძიმე და მკაცრია, ვიდრე უწინდელები. მანვე თავი აარიდა კომენტარების გაკეთებას ახალი სანქციების მასშტაბების შესახებ და ხაზი გაუსვა, რომ ყველა მალე დაინახავს, თუ რარიგ მძიმე და მკაცრია ეს ახალი სანქციები



მსგავსი ინფორმაციები