„პეგასუსი“ ბათუმში ახალი ავიარეისების შესრულებას იწყებს

ავიახაზები „პეგასუსი“ ბათუმსა და მედინაში ახალი რეისების შესრულებას იწყებს

1321698
„პეგასუსი“ ბათუმში ახალი ავიარეისების შესრულებას იწყებს

ავიახაზები „პეგასუსი“ ბათუმსა და მედინაში ახალი რეისების შესრულებას იწყებს.

„პეგასუსი“ მედინაში ავიარეისების შესრულებას 2020 წლის 12 იანვარს, ბათუმში კი 2020 წლის 29 მარტიდან დაიწყებს.

სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან მედინას მიმართულებით ბილეთის ფასი 89,99 დოლარიდან, საბიჰა გოქენის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით ბილეთის ფასი კი 59,99 დოლარიდან დაიწყება.

„პეგასუსის“ ავიარეისები საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან მედინას მიმართულებით პრინც მუჰამედ ბინ აბდულაზიზის სახელობის აეროპორტში ორშაბათს და ხუთშაბათს თურქეთის დროით 20.35 საათზე, კვირას 22.35 საათზე, პრინც მუჰამდ ბინ აბდულაზიზის სახელობის აეროპორტიდან საბიჰა გოქჩენის აეროპორტში ორშაბათს თურქეთის დროით 03.15 საათზე, სამშაბათს და პარასკევს თურქეთის დროით 01.50 საათზე შესრულდება.

საბიჰა გოქჩენი-ბათუმის ფრენები კი სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან ბათუმის აეროპორტში ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს თურქეთის დროით 12.30 საათზე, კვირას თურქეთის დროით 12.25 საათზე, ბათუმის აეროპორტიდან სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტში კი ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას თურქეთის დროით 16.05 საათზე შესრულდება.



მსგავსი ინფორმაციები