ანტალიაში წელს რეკორდული რაოდენობის ტურისტი ჩავიდა

ანტალიაში წელს რეკორდული რაოდენობის ტურისტი ჩავიდა

ანტალიაში წელს რეკორდული რაოდენობის ტურისტი ჩავიდა

ანტალიაში, რომელიც მთელი მსოფლიოდან იზიდავს ტურისტებს, საჰაერო გზით ჩასული ტურისტების რაოდენობა იანვარ-ნოემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით17 პროცენტით გაიზარდა და 15 მილიონს გადააჭარბა.

ანტალიის კულტურისა და ტურიზმის სამმართველოს მონაცემების თანახმად, გასულ წელს ქალაქმა ყველა დროის რეკორდი მოხსნა და 13 მილიონ 642 ათასი ტურისტი მიიღო, წელს კი 11 თვის განმავლობაში 15 მილიონზე მეტ ტურისტს უმასპინძლა.

ქალაქში ჩასული ტურისტების ქვეყნების მიხედვით გადანაწილებით რუსები პირველ ადგილის იკავებენ. 1 იანვრიდან 30 ნოემბრამდე რუსეთიდან 5 მილიონ 524 ათას 160 ტურისტი ჩავიდა და ეს რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 16 პროცენტით მეტია.

მეორე ადგილზე მყოფი გერმანიიდან ჩასული ტურისტების რაოდენობამ 2 მილიონ 602 ათას 725 ადამიანი შეადგინა. გერმანიის ბაზარზე 15,5 პროცენტიანი მატება მოხდა.
ქვეყნები, საიდანაც ქალაქში ყველაზე მეტი ტურისტი ჩადის, შემდეგია: უკრაინა, ინგლისი, პოლონეთი, ნიდერლანდები, რუმინეთი, ყაზახეთი, ჩეხეთი და შვედეთი.


საკვანძო სიტყვები: ტურიზმი , სეზონი , ტურისტი , ანტალია

მსგავსი ინფორმაციები