იცით თუ არა? – 43

იცით თუ არა? – 43

იცით თუ არა? – 43

იცით თუ არა, რომ მსოფლიოში პირველი საფონდო ბირჟა დაარსდა ამჟამად თურქეთში შემავალ ქუთაჰიის ოლქის ჩავდარჰისარის რაიონის ანტიკურ ქალაქ აიზანოიში?

დიახ, ეს ანტიკური დასახლება, საოლქო ცენტრ ქუთაჰიიდან 58 კმ-ით არის დაშორებული და თავისი კულტურული სტრუქტურის გამო მას მეორე ეფესსაც ეძახიან. ამ რომაულ ანტიკურ ქალაქში სისტემატური არქეოლოგიური გათხრები 1970 წლიდან დაიწყეს, თუმცა, პირველი  არქეოლოგიური ნაშთები 1824 წელს აღმოაჩინეს და ისინი დღემდის კარგად არიან შემორჩენილნი.

ამ უძველეს ქალაქში შემორჩენილია ასევე  მსოფლიოში საუკეთესოდ შემონახული ზევსის ტაძარი, 20 ათას კაციანი თეატრი და მის მიმდებარე 13 ათასი 500 კაციანი სტადიონი, ორი აბანო, კოლონებიანი მოკირწყლული პროსპექტი, მდინარე ქოჩაჩაიზე ხუთი ხიდი და სხვა მრავალი ანტიკური ნაგებობის ნანგრევები. ადგილობრივმა არქეოლოგებმა 1995 წელს აღმოაჩინეს ერთი ნაგებობა, რომელიც იმ დროს საფონდო ბირჟის შენობის როლს ასრულებდა და ამით ეს ნაგებობა მსოფლიოში პირველ საფონდო ბირჟად იქნა აღიარებული


საკვანძო სიტყვები: საფონდო ბირჟა , იცით თუ არა რომ

მსგავსი ინფორმაციები