თურქეთის ექსპორტი თურქულენოვან ქვეყნებში იზრდება
2014-2018 პერიოდში ექსპორტმა 24,5 მილიარდი დოლარი შეადგინა
შუა აზიის ქვეყნებში თურქეთის ექსპორტმა 2014-2018 პერიოდში, 24 მილიარდი 519 მილიონი დოლარი შეადგინა. თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, თურქეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ხსენებულ ქვეყნებში, კონკრეტულად კი აზერბაიჯანში, ყაზახეთში, თურქმენეთში და უზბეკეთში, 5 წლის განმავლობაში მთლიანობაში 39 მილიარდი დოლარი შეადგინა და აქედან ყველაზე მეტი ექსპორტი, 8,9 მილიარდი დოლარი აზერბაიჯანში განხორციელდა, ხოლო მას 6,8 მილიარდი დოლარით თურქმენეთი მოჰყვება. ამავე ანგარიშით, წლების მიხედვით ექსპორტი ასე განხორციელდა: 2014 წელს 7,1 მილიარდი დოლარი, 2015 წელს 5,2 მილიარდი, 2016 წელს 4 მილიარდი, 2017 წელს 4,3 მილიარდი და 2018 წელს 4,0 მილიარდი დოლარი
მსგავსი ინფორმაციები
2024 წელს მსოფლიოში 1,4 მილიარდმა ადამიანმა იმოგზაურა ქვეყნებს შორის
2024 წელს მსოფლიოში 1,4 მილიარდმა ადამიანმა იმოგზაურა ქვეყნებს შორის