პუტინმა დაბადების დღეზე თავისი ხელფასი გაზარდა

იგი გუშინ 67 წლის გახდა

1283903
პუტინმა დაბადების დღეზე თავისი ხელფასი გაზარდა

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაბადების დღეზე თავისი ხელფასი გაზარდა. პუტინის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრის მოვალეობებისთვის გადასახდელი ანაზღაურება  4.3%-ით გაიზარდა. ამავე განკარგულების საფუძველზე ხელფასები მოემატათ ასევე თავდაცვის, საგანგებო სიტუაციების, შინაგან საქმეთა მინისტრებს და კიდევ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) და სხვა ასეთი უწყების ხელმძღვანელებს. პუტინის გასული წლის ხელფასი მთლიანობაში 8.6 მილიონ რუბლს (დაახლოებით 132,000 დოლარი) შეადგენდა. რუსეთის პრეზიდენტი  1952 წლის 7 ოქტომბერს დაიბადა და გუშინ 67 წლის გახდა



მსგავსი ინფორმაციები