ფიატ ქრაისლერმაც ითაღლითა
იგი 40 მილიონი დოლარით დააჯარიმეს
აშშ-ის საავტომობილო კომპანია Fiat Chrysler-ი, მანქანების გაყიდვების მაჩვენებლების ყალბი გაზრდით და ინვესტორების მოტყუების გამო, 40 მილიონი აშშ დოლარით დაჯარიმდა. აშშ-ს ფასიანი ქაღალდების და გაცვლითი კომისიის (SEC) მიერ გავრცელებული განცხადებით, ფიატ ქრაისლერმა გაყიდვების ციფრებში თაღლითობის გამოძიებისას, კომისიასთან იურიდიულ შეთანხმებას მიაღწია და მასზე დაყრდნობით 40 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა ივალდებულა. კომპანიას ბრალს სდებენ დისტრიბუტორებისათვის ქრთამის გადახდაში, რომლებიც თავის მხრივ გაყიდული ავტომანქანების რაოდენობას მაღალს აჩვენებდნენ და ამით ბირჟაზე ინვესტორებს ატყუებდნენ. Fiat Chryslerის ხელმძღვანელობა კომისიას დაჰპირდა, რომ გაყიდვების შესახებ შეტყობინებების პროცესს გააუმჯობესებს, ხოლო ამის პარალელურად აუდიტის ნებართვასაც გასცემს