კომპანია „არამკომ“ ნავთობის წარმოება დროებითად შეაჩერა

კომპანია „არამკომ“ ნავთობის წარმოება დროებითად შეაჩერა

1269628
კომპანია „არამკომ“ ნავთობის წარმოება დროებითად შეაჩერა

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა პრინცმა აბდულაზის ბინ-სალმანმა განაცხადა, რომ მათი ეროვნული კომპანია „არამკომ“ ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ნავთობის წარმოება დროებით შეაჩერეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, საუდის არაბეთის ოფიციალური სამთავრობო სააგენტო SPA ავრცელებს.  მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ ნავთობის წარმოების დროებით შეჩერება, ქვეყნის შიდა მოხმარებაზე არანაირი შეზღუდვები არ იქნება დაწესებული. შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის ეროვნულ კომპანია  „არამკოს“ ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე გუშინ, ადგილობრივი დროით 04:00 საათზე ორი უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა განხორციელდა. საუდის არაბეთს  ამ თავდასხმის  შემდეგ დაშავებულების და დაღუპულების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. მომხდარზე კი პასუხისმგებლობა ჰუსიტებმა აიღეს. 



მსგავსი ინფორმაციები