ესენბოღას აეროპორტმაც რეკორდი დაამყარა

8 თვეში 9,5 მილიონ მგზავრს მოემსახურა

1266954
ესენბოღას აეროპორტმაც რეკორდი დაამყარა

 

ანკარის ესენბოღას აეროპორტმა გასულ თვეში 1 მილიონ 235 ათას მგზავრს, ხოლო მიმდინარე წლის 8 თვეში კი მთლიანობაში 9,5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც ყველა დროის რეკორდია. სახელმწიფო აეროპორტების ოპერირების და სტატისტიკის გენერალური დირექტორატის მიერ გავრცელებული ბოლო ანგარიშით, აგვისტოს თვეში, ანკარის ესენბოღას აეროპორტის შიდა ტერმინალით ისარგებლა 953 ათასმა მგზავრმა, ხოლო საერთაშორისო ტერმინალით კი 283 ათასმა, ე.ი. მთლიანობაში 1 მილიონ 235 ათასმა. ამავე ანგარიშით, დედაქალაქის აეროპორტში აგვისტოს თვეში  მთლიანობაში აფრინდა და დაფრინდა 8714 სამგზავრო და 14 ათასი სატვირთო თვითმფრინავი, რაც შეეხება 8 თვიან პერიოდს, ესენბოღას აეროპორტი ამ ხნის განმავლობაში მოემსახურა მთლიანობაში 9,5 მილიონ მგზავრს, ხოლო ტვირთის რაოდენობამ კი 82 ათასი ტონას გადააჭარბა



მსგავსი ინფორმაციები