გაერო ბაჰამის კუნძულებზე 8 ტონა საკვებს გააგზავნის
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ქარიშხალ დორიანით დაზარალებულ ბაჰამის კუნძულებს 8 ტონა საკვებს გაუგზავნის
1264633
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ქარიშხალ დორიანით დაზარალებულ ბაჰამის კუნძულებს 8 ტონა საკვებს გაუგზავნის.
გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა სტეფან დიუჟარიკმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გაერო ბაჰამის კუნძულებს 8 ტონა საკვებით დაეხმარება.
მისივე თქმით, მსოფლიოს სურსათის პროგრამა ასევე გადაუდებელი რეაგირების ჯგუფებთან კონტაქტის დასამყარებლად სატელიტურ აღჭურვილობას გააგზავნის.
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში მარკ ლოუკოკმა, რომელიც ქარიშხალის შემდეგ ბაჰამის კუნძულებზე ჩავიდა, აღნიშნა, რომ 70 ათასი ადამიანი სასწრაფოდ საჭიროებს დახმარებას საკვებითა და სუფთა სასმელი წყალით.
მსგავსი ინფორმაციები
2024 წელს მსოფლიოში 1,4 მილიარდმა ადამიანმა იმოგზაურა ქვეყნებს შორის
2024 წელს მსოფლიოში 1,4 მილიარდმა ადამიანმა იმოგზაურა ქვეყნებს შორის