ეკონომიკური ნდობის ინდექსი აგვისტოში გაიზარდა

წინა თვესთან შედარებით იგი 7.9%-ით გაიზარდა

1260035
ეკონომიკური ნდობის ინდექსი აგვისტოში გაიზარდა

 

ეკონომიკური ნდობის ინდექსი აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით 7.9 პროცენტით გაიზარდა და 80.7%-დან 87.1%-მდე ავიდა. თურქეთის სტატისტიკურმა ინსტიტუტმა აგვისტოს თვის ეკონომიკური ნდობის ინდექსი გამოაქვეყნა და მისი მიხედვით,  ეკონომიკური განწყობის ინდექსი ამ თვეში  7.9 პროცენტით გაიზარდა და 87.1%-მდე ავიდა. ინდექსის ზრდამ ამის პარალელურად სამომხმარებლო, რეალური სექტორის (საწარმოო ინდუსტრიის), მომსახურების, საცალო ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორის ნდობის ინდექსების ზრდაც გამოიწვია. ასე რომ, აგვისტოში მომხმარებელთა ნდობის ინდექსი 58.3%-მდე, რეალური სექტორის ნდობის ინდექსი 102.1%-ით, მომსახურების სექტორის ნდობის ინდექსი 89.1%-ით, საცალო ვაჭრობის ნდობის ინდექსი 95%-ით და სამშენებლო სექტორის ნდობის ინდექსი 55.5% – მდე გაიზარდა



მსგავსი ინფორმაციები