რუჰსარ ფექჯან- ვილბერ როსის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რუჰსარ ფექჯან- ვილბერ როსის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1248843
რუჰსარ ფექჯან- ვილბერ როსის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა რუჰსარ ფექჯანმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში,  აშშ-ის ვაჭრობის მინისტრი ვილბერ როსი დელეგაციასთან ერთად თურქეთს ეწვევა. ფექჯანმა სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „გუშინ საღამოს, აშშ-ის ვაჭრობის მინისტრ, ვილბერ როსისთან ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი გავმართე, რა დროსაც ჩვენ შევთანხმდით, რომ ვილბერ როსი მიმდინარე წლის სექტემბრის თვის პირველ ნახევარში  დელეგაციასთან ერთად თურქეთს ეწვევა. მათი ვიზიტის დროს დაგეგმილ შეხვედრაზე, თურქეთ-ამერიკის ბიზნესმენების შეხვედრაც გაიმართება და ამ სფეროში ერთობლივად გადასადგმელი ნაბიჯები განიხილება. შეხვედრაზე ასევე   ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდის თაობასთან დაკავშირებითაც  კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ.“



მსგავსი ინფორმაციები