სკრიპალების გამო რუსეთი კვლავ დაისაჯა
ამერიკამ ახალი სანქციები დაუწესა მას
1247194
როგორც ცნობილია, გასულ წელს დასავლეთმა ორმხრივი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა და ამის გამო აშშ-მა, ტრამპის განკარგულების საფუძველზე ახალი სანქციები დაუწესა ამ ქვეყანას. ამ ახალი სანქციების თანახმად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ვერ შეძლებენ რუსეთისთვის საკრედიტო, ფინანსური ან ტექნიკური დახმარების გაწევას, ხოლო ამის პარალელურად, საკვებისა თუ სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეძენის გარდა, აშშ-ის ბანკები აღარ მისცემენ სესხებს და კრედიტებს რუსეთის მთავრობას. სკრიპალების მოწამვლის ფაქტს უარყოფს რუსეთი