თურქეთიდან საქართველოში   პირველი სარკინიგზო სატვირთო რეისი შესრულდა

თურქეთიდან საქართველოში   პირველი სარკინიგზო სატვირთო რეისი შესრულდა

1241259
თურქეთიდან საქართველოში   პირველი სარკინიგზო სატვირთო რეისი შესრულდა

მატარებლით,  თურქეთიდან საქართველოში პირველი  სატვირთო რეისი გუშინ შესრულდა. შემადგენლობა თურქეთში, ერზრუმთან მდებარე ლოგისტიკური ცენტრიდან ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალით იმოძრავებს. მატარებლით პირველი რეისის შესრულების ცერემონიას, თურქეთის სახელმწიფო რკინიგზის (TCDD) გენერალური დირექტორი  ალი იჰსან  უიგუნი,   საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე  და სხვა მაღალჩინოსნები დაესწრნენ.  ცერემონიალზე სიტყვით გამოსულმა ალი იჰსან უიგუნმა განაცხადა, რომ ბოლო წლებში სარკინიგზო სექტორმა უფრო მეტი ყურადღება  მიიპყრო რა, მათ მიერ განხორციელებული აღნიშნული პროექტიც სწორედ რომ  გლობალური მასშტაბის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარკინიგზო-საინვესტიციო პროექტია. მისივე თქმით,  ორივე ქვეყანა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო  მაგისტრალის პროექტს რომელიც 2017 წელს გაიხსნა დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ალი იჰსან  უიგუნმა სიტყვით გამოსვლისას,  თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას დიდი ისტორიული და მრავალმხრივი კულტურული ურთიერთობები გააჩნიათ. ცერემონიალზე ასევე სიტყვით გამოვიდა საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძეც, რომელმაც აღნიშნა: „დღეს, საქართველოს და თურქეთისთვის ისტორიული დრეა. პროექტში წვლილის შემტან ყველას დიდ მადლობას ვუხდი.“



მსგავსი ინფორმაციები