მფრინავი ფოქსი ბოდრუმშია

იგი 2 კვირაზე მეტია რაც თურქეთის სანაპიროებზე დაცურავს

1239289
მფრინავი ფოქსი ბოდრუმშია

 

“Flying Fox / მფრინავი ფოქს"-მა, რომელიც ითვლება მსოფლიოში 20 ყველაზე უმსხვილეს კომფორტულ და ძვირად ღირებულ იახტად, თურქეთის ეგეოსის ზღვისპირა საკურორტო ქალაქ ბოდრუმში ჩამოუშვა ღუზა. კაიმანის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი ამ იახტის სიგრძე 136 მეტრია, სიგანე 21 მეტრი და ბოდრუმის ციხე-სიმაგრის მახლობელ ღია წყლებში გაჩერდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს იახტა მუგლას ოქლის საზღვაო სანაპიროებზე ცურავს და მის ბორტზე მყოფი Airbus H155 ტიპის ვერტმფრენი, რომელიც 10 მილიონი დოლარი ღირს, ხანდახან ბოდრუმის საჰაერო სივრცეში დაფრინავს. იახტას 11 ლუქსი კაიუტა გააჩნია და ერთდროულად  22 სტუმრის მიღება შეუძლია, აქვს აუზი, ჯაკუზი, სპა, სპორტული დარბაზი, წყლის სპორტული აუზი და კინო სალონი. მფრინავი ფოქსის ყოველკვირეული გაქირავება 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირს. გასულ კვირაში იგი ფეთჰიეში იმყოფებოდა და 8 ტანკერით სავსე საწვავი დახარჯა



მსგავსი ინფორმაციები