თურქეთში უცხოელებზე ბინების გაყიდვის რაოდენობაში ივნისი თვეში 30.5%-ით გაიზარდა

უცხოელებზე ბინების გაყიდვის თვალსაზრისით პირველ ადგილზე 1009  საცხოვრებელი ბინით სტამბოლია

1237113
თურქეთში უცხოელებზე ბინების გაყიდვის რაოდენობაში ივნისი თვეში 30.5%-ით გაიზარდა

თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე წლის ივნისი  თვეში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, უცხოელებზე საცხოვრებელი ბინების გაყიდვა 30,5%-ით გაიზარდა და 2689-ს მიაღწია. უცხოელებზე ბინების გაყიდვის თვალსაზრისით პირველ ადგილზე 1009  საცხოვრებელი ბინით სტამბოლია, 668 ბინით მეორე ანტალია, 134 ბინით მესამე ანკარა, 123 ბინით მეოთხე იალოვა  და  122 ბინით მეხუთე ბურსაა.  ივნისის  თვეში უცხოელებიდან ყველაზე მეტი ბინები ერაყის (429),  ირანის (415), რუსეთის (190), გერმანიის (126), ინგლისის (113)  და ქუვეითის  (113) მოქალაქეებმა შეიძინეს.



მსგავსი ინფორმაციები