თურქეთის ექსპორტი ევროკავშირში იზრდება, იმპორტი კი მცირდება
პროფიციტმა 5 თვეში 4.2 მილიარდ ევრო შეადგინა
თურქეთმა მაისის თვეშიც, წინა 10 თვის მსგავსად, ევროკავშირთან ვაჭრობაში 564.5 მილიონი ევროს პროფიციტს მიაღწია. ევროპის სტატისტიკურმა ოფისმა (Eurostat), ევროკავშირისა და ევროზონის მაისის თვის საერთაშორისო სავაჭრო მონაცემები გაავრცელა და მისი მიხედვით, თურქეთის ექსპორტმა ამ თვეში ევროკავშირში 6 მილიარდ 873.8 მილიონი ევროს მიაღწია, როცა იმპორტმა ევროკავშირიდან 6 მილიარდ 309.3 მილიონი ევრო შეადგინა და ბოლო 10 თვის დადებითი ტენდეცია მაისშიც გაგრძელდა. ანკარამ, ევროკავშირთან ვაჭრობაში ყველაზე მეტ დადებით სავაჭრო სალდოს, გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში მიაღწია, როცა მაჩვენებლებმა შესაბამისად 1 მილიარდ 723.7 მილიონ ევროს და 1 მილიარდ 485.7 მილიონ ევროს გადააჭარბა. მოკლედ, მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში თურქეთმა ევროკავშირის ქვეყნებში 34 მილიარდი ევროს ღირებულების საქონელი და პროდუქცია გაიტანა, ხოლო 29.8 მილიარდი ევროს იმპორტი გააკეთა და საერთო ჯამში 4.2 მილიარდ ევროს ოდენობის დადებით სალდოს მიაღწია
მსგავსი ინფორმაციები
ანტალიის აეროპორტმა სექტემბრის თვეში 5,1 მილიონ მგზავრს მოემსახურა
ანტალიის აეროპორტმა სექტემბრის თვეში 5,1 მილიონ მგზავრს მოემსახურა
თურქეთის სოფლის მეურნეობის სექტორმა რეკორდული რაოდენობის ექსპორტი განახორციელა
თურქეთის სოფლის მეურნეობის სექტორმა რეკორდული რაოდენობის ექსპორტი განახორციელა