აშშ-ი 7 ცალ MH-60R ტიპის ვერტმფრენს მიჰყიდის საბერძნეთს
მათი საერთო ღირებულება 600 მილიონი დოლარია
აშშ-ის თავდაცვის და უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოდან გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს უფლებამოსილება მიენიჭა, საბერძნეთს, 600 მილიონი დოლარის ღირებულების 7 ცალი მრავალ ფუნქციური MH-60R ტიპის ვერტმფრენები და საბრძოლო აღჭურვილობა მიჰყიდოს. ამავე განცხადებით, ამ გაყიდვით, ერთის მხრივ საბერძნეთი ხელს შეუწყობს ნატო-ს მიზნების უფრო მაღალ დონეზე განხორციელებას, ხოლო მეორეს მხრივ, ეს გაყიდვა რეგიონში არსებულ ბალანსზე რაიმე ზეგავლენას არ მოახდენს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, ვერტმფრენებისა და მისი აღჭურვილობის შეკვეთებს კომპანია Lockheed Martin-ი შეასრულებს. ახლა, ამ გაყიდვის ცხოვრებაში გატარების მიზნით მოლაპარაკებების დასაწყებად, კონგრესმა არ უნდა გააპროტესტოს კონტრაქტი 30 დღის განმავლობაში და ამ პროცესის შემდეგ კი, ათენს გაეგზავნება შესყიდვის წერილი, რაც სტარტს მისცემს შესყიდვის მოლაპარაკებების დაწყებას