სტამბოლის აეროპორტები ბრუნვას ზრდიან
6 თვეში 49 მილიონამდე მგზავრს მოემსახურნენ
სახელმწიფო ავიახაზების გენერალური დირექციიდან გავრცელებული ანგარიშით, სტამბოლის აეროპორტებში, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მომსახურება გაეწია სულ 49 მილიონამდე მგზავრს და აქედან 16 მილიონს ათათურქის სახელობის აეროპორტმა უმასპინძლა, რომლებთაგანაც 4 მილიონი შიდა მგზავრები წარმოადგენდნენ, ხოლო 11 მილიონს კი უცხოელები. სტამბოლის მეორე, საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტმა იანვარ-ივნისში 17 მილიონამდე მგზავრს უმასპინძლა, აქედან 10 მილიონმა შიდა ხაზებით ისარგებლა, 7 მილიონმა კი უცხოეთის ხაზებით. რაც შეეხება სტამბულის ახალ აეროპორტს, რომელმაც სრული დატვირთვით მუშაობა 6 აპრილიდან დაიწყო, მას შემდეგ, 12 მილიონ უცხოელ და 4 მილიონზე მეტ ადგილობრივ მგზავრს მოემსახურა. ამ სამივე აეროპორტიდან 6 თვის განმალობაში 337 ათას 218 ფრენა განხორციელდა
მსგავსი ინფორმაციები
2024 წელს მსოფლიოში 1,4 მილიარდმა ადამიანმა იმოგზაურა ქვეყნებს შორის
2024 წელს მსოფლიოში 1,4 მილიარდმა ადამიანმა იმოგზაურა ქვეყნებს შორის