"საუკუნის შეთანხმების" ეკონომიკური პაკეტი გამოცხადდა

იგი 50 მილიარდიან საინვესტიციო ფონდს ითვალისწინებს

1223439
"საუკუნის შეთანხმების" ეკონომიკური პაკეტი გამოცხადდა

 

ისრაელ-პალესტინის საკითხის გადაწყვეტისთვის აშშ-ის მიერ მომზადებული ე.წ. "საუკუნის შეთანხმების" ეკონომიკური პაკეტი გამოცხადდა. თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ეს პაკეტი, პალესტინისა და მისი მეზობელი ქვეყნებისათვის 50 მილიარდიან საინვესტიციო ფონდს ითვალისწინებს, რომლის ნახევარზე მეტი პალესტინას მოხმარდება, ხოლო დარჩენილი ნაწილი ეგვიპტეს, ლიბანსა და იორდანიას შორის გაიყოფა. ეს პაკეტი პალესტინაში 179 ინფრასტრუქტურული და ბიზნეს ობიექტების, ასევე ღაზასა და დასავლეთ იორდანიას შორის,  5 მილიარდი დოლარის ღირებულების სატრანსპორტო დერეფნის მშენებლობას ითვალისწინებს. სამწუხაროდ, ამ პაკეტში არავითარი დახმარება არ არის გათვალისწინებული პალესტინის დედაქალაქად აღიარებული აღმოსავლეთ იერუსალიმისათვის. ამ პაკეტის დეტალებს აშშ-ს პრეზიდენტის სიძე და მრჩეველი ჯარედ კუშნერი, 25-26 ივნისს ბაჰრეინში, რეგიონალურ ქვეყნებთან დაგეგმილი შეხვედრის დროს გააცნობს



მსგავსი ინფორმაციები