თურქული ნაკადის ქიიქოის ტერმინალის მშენებლობის 80%-ი დასრულდა
თურქული ნაკადის ქიიქოის ტერმინალის მშენებლობის 80%-ი დასრულდა
რუსული გაზის თურქეთის გავლით ევროპაში მიმწოდებელი, „თურქული ნაკადის“ თრაკიის სანაპიროზე მდებარე ქიიქოის ნავთობტერმინალის მშენებლობის 80%-ი დასრულდა. რუსეთის ენერგოკომპანია, გაზპრომმა „თურქული ნაკადის“ და „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტების შესახებ განცხადება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ორივე პროექტი კალენდარული გათვლების ფარგლებში გრძელდება და არანაირი პრობლემა არ არსებობს. „რუსული ბუნებრივი აირის ევროპაში ტრანსპორტირების მიზნით დაგეგმილი “ჩრდილოეთ ნაკადი 2“ პროექტის 59%-ის მშენებლობა ზღვაში დასრულებულია და საერთო ჯამში პროექტის მშენებლობა დაგეგმილ გრაფიკში მიმდინარეობს. რაც შეეხევა თურქულ ნაკადს, ისიც კალენდარული გათვლების მიხედვით გრძელდება. ქიიქოის ნავთობტერმინალის მშენებლობის 80%-ი დასრულდა,“ ნათქვამია გაზპრომის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პროექტ „თურქული ნაკადით“ ბუნებრივი აირი რუსეთიდან შავი ზღვის გავლით თურქეთში მოხვდება. გაზსადენის ერთი ხაზი თურქეთის ბაზრისთვისაა განკუთვნილი, მეორე კი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის. თითოეული მილსადენის მოცულობა წელიწადში 15,75 მილიარდი კუბური მეტრია.