ამერიკელმა კომპანიებმა წერილი მისწერეს ტრამპს

“ნუ დაუწესებთ ახალ საბაჟო გადასახადებს ჩინურ პროდუქციას“

1218402
ამერიკელმა კომპანიებმა წერილი მისწერეს ტრამპს

 

აშშ-ის 600-ზე მეტმა კომპანიამ, რომელთა შორის არიან ისეთი საცალო გიგანტები, როგორებიც არიან Walmart-ი, Costco და Target-ი, წერილი გაუგზავნეს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ  ტრამპს და მოუწოდეს, ახალი დამატებითი საბაჟო გადასახადები არ დააწესოს ჩინურ პროდუქციას. "ჩვენ ვიცით, რომ დამატებით საბაჟო გადასახადებს ექნებათ მნიშვნელოვანი უარყოფითი და გრძელვადიანი გავლენა ამერიკულ ბიზნესმენებზე, ფერმერებზე, ოჯახებსა და ეკონომიკაზე. ამ ორ დიდ სახელმწიფოს შორის სავაჭრო ომის გაზრდა არ შედის არც ერთი ქვეყნის ინტერესებში და ამით მხოლოდ ორივე მხარე დაზარალდებიან", აფრთხილებენ ტრამპს ამ წერილში და ხაზს უსვამენ, რომ ამ საბაჟო გადასახადებს პირდაპირ ამერიკული კომპანიები იხდიან. როგორც ცნობილია, მსგავსი შინაარსის წერილი ტრამპს გასულ თვეში 170-ზე მეტმა ამერიკულმა  კომპანიამ მისწერა და მათ შორის იყვნენ გიგანტი ფეხსაცმლის მწარმოებელი ფირმები-Nike და Adidas-ი რა, მათაც გააფრთხილეს პრეზიდენტი, ჩინეთისადმი დამატებითი საბაჟო გადასახადების საკითხში



მსგავსი ინფორმაციები