ტურიზმის შემოსავალი იზრდება
პირველ კვარტალში მოგებამ 4,7 მილიარდ დოლარს მიაღწია
თურქეთის სტატისტიკურმა ინსტიტუტმა მიმდინარე წლის პირველი კვარტალის მონაცემები გამოაქვეყნა და მისი მიხედვით, თურქეთში ტურიზმის შემოსავლები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,6%-ით გაიზარდა და 4, 7 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამ თანხიდან 80 პროცენტი უცხოელ ტურისტებზე მოდის, ხოლო 20%-ი კი უცხოეთში მცხოვრებ თურქ მოქალაქეებზე. ამავე სტატისტიკით, ხსენებული თანხის დანახარჯებიდან 4 მილიარდი დოლარი პერსონალური ხარჯებია, ხოლო 543 მილიონი დოლარი კი პაკეტის ტურის ხარჯებია. მოკლედ თითოეული ვიზიტორის საშუალო დანახარჯებმა 697 დოლარი შეადგინა
მსგავსი ინფორმაციები
ანტალიის აეროპორტმა სექტემბრის თვეში 5,1 მილიონ მგზავრს მოემსახურა
ანტალიის აეროპორტმა სექტემბრის თვეში 5,1 მილიონ მგზავრს მოემსახურა
თურქეთის სოფლის მეურნეობის სექტორმა რეკორდული რაოდენობის ექსპორტი განახორციელა
თურქეთის სოფლის მეურნეობის სექტორმა რეკორდული რაოდენობის ექსპორტი განახორციელა