თურქეთ-რუსეთს შორის 900 მილიონი ევროს მოცულობის საინვესტიციო ფონდი შეიქმნა

თურქეთ-რუსეთს შორის 900 მილიონი ევროს მოცულობის საინვესტიციო ფონდი შეიქმნა

1179901
თურქეთ-რუსეთს შორის 900 მილიონი ევროს მოცულობის საინვესტიციო ფონდი შეიქმნა

თურქეთ-რუსეთს შორის,  „RTIF“ სახელწოდების  900 მილიონი ევროს მოცულობის საინვესტიციო ფონდი შეიქმნა. ამ ფონდში პირველ ეტაპზე 200 მილიონი ევროს ღირებულების ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. მხარეებმა, ორივე ქვეყანაში ტექნოლოგიის, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის და სხვა მრავალ სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე უკვე დაიწყეს მუშაობა. აღნიშნულის შესახებ, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელ,  კირილე დიმიტრიევმა განაცხადა. დიმიტრიევმა ასევე აღნიშნა, რომ ფონდი, ორივე ქვეყანაში ინვესტიციების დაჩქარებული მეთოდით განხორციელებას შეუწყობს ხელს. საკითხთან დაკავშირებით ერთი განცხადება, თურქეთის ინვესტიციების ფონდიდან გავრცელდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ აღნიშნულის შესახებ  გადაწყვეტილებას ხელი,  გუშინ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის რუსეთში ვიზიტის დროს მოეწერა.  



მსგავსი ინფორმაციები