სტამბოლის ათათურქის აეროპორტი ეროვნული პარკი ხდება

ხვალიდან სრული დატვირთვით იმუშავებს ახალი აეროპორტი

1178145
სტამბოლის ათათურქის აეროპორტი ეროვნული პარკი ხდება

 

ავიაციის ისტორიაში ყველაზე უდიდესი, სტამბულის ათათურქის სახელობის აეროპორტის ახალ, სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში  გადატანის პროცესი წუხელ, 03:00 საათზე დაიწყო და ამაღამ, 12:00 საათზე დასრულდება რა, ამით თავის ფუნქციონირებას შეწყვეტს ათათურქის აეროპორტი და იგი ეროვნული პარკად გადაიქცევა.

ამ გადასვლის პროცესში, მთლიანობაში 47 ათასი 300 ტონა მასალა გადაიტანება ახალ აეროპორტში და ამისათვის საგულდაგულო და საგანგებო ოპერაცია იქნა მომზადებული, რომლის ფარგლებში ორივე აეროპორტში ფრენები შეწყდა, ხოლო ამის პარალელურად ახალი აეროპორტისაკენ მიმავალი გზები გადაიკეტა.

ათათურქის აეროპორტიდან ბოლო გაფრენა, სტამბულ-სინგაპურის რეისის შემსრულებელმა სამგზავრო თვითმფრინავმა შეასრულა და ამით მან, 1953 წლიდან დაწყებული ფუნქციონირება შეწყვიტა.

სტამბოლის ახალი საერთაშორისო აეროპორტი კი ხვალიდან სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობას. ახალ აეროპორტში გადასვლისათვის სპეციალურად შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც მყისიერად ხდება ავტომანქანების, ტვირთისა და საგზაო მოძრაობის დაფიქსირება



მსგავსი ინფორმაციები