პენტაგონი მექსიკის საზღვრის უსაფრთხოებაზე ზრუნავს

მან 1 მილიარდი დოლარი გამოყო კედლის მშენებლობისათვის

1170638
პენტაგონი მექსიკის საზღვრის უსაფრთხოებაზე ზრუნავს

 

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს, პენტაგონის შეფის მოადგილემ პატრიკ შანაჰანმა განაცხადა, რომ მათმა სამინისტრომ, მექსიკის საზღვარზე უსაფრთხოების კედლის მშენებლობისათვის, თავისი ბიუჯეტიდან 1 მილიარდი დოლარის თანხა გამოყო. "ეს თანხა, აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე ასაშენებელი, 92 კმ-ის სიგრძისა და 5,5 მეტრის სიმაღლის მავთულხლართებიანი უსაფრთხოების კედლის მშენებლობას და მის გასწვრივ გზების რეაბილიტაციას და განათებას მოხმარდება“,  აღნიშნა შანაჰანმა. როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირის წინ, კონგრესს პენტაგონის ბიუჯეტი წარედგინა და მის ფარგლებში მექსიკის საზღვარზე და სხვა საგანგებო სიტუაციებისათვის 9.2 მილიარდი დოლარი გამოეყო.



მსგავსი ინფორმაციები