ყვითელ ჟილეტიანები გამოსვლებს აგრძელებენ

ისინი მაკრონისა და მისი მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებენ

1155770
ყვითელ ჟილეტიანები გამოსვლებს აგრძელებენ

 

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში გამოსულმა ე.წ. ყვითელ ჟილეტიანებმა კვლავ გააგრძელეს საპროტესტო გამოსვლები, რომლებზედაც მკაცრად დაგმეს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და მისი მთავრობის პოლიტიკა.

ეს რიგით მე-16 კვირა გახდა მათი გამოსვლისა და ინტენსიური უსაფრთხოების ზომების ფარგლებში ჩაიარა.

დემონსტრანტთა 1 ჯგუფი მოგვიანებით ელისეის გამზირზე შევიდა და მათ დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, ხოლო 33 აქტივისტი კი დააკავეს.

ქალაქ ნანტში ლოკალური შეტაკება წარმოიშვა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის, რის შედეგადაც 1 კაცი დაიჭრა და პოლიციამ 3 ეჭვმიტანილი დააკავა.

ქალაქ ტულუზის დემონსტრაციის დროსაც 4 ადამიანი დააკავეს.

მსგავსი დაძაბულობების ქვეშ ჩაიარა დემონსტრაციებმა ლილში, რენესა და ლიონში.

შსს-ს ინფორმაციით, ქვეყანაში გამართულ ბოლო საპროტესტო დემონსტრაციებში 40 ათასამდე კაცი მონაწილეობდა.

როგორც ცნობილია ყვითელ ჟილეტიანებმა საპროტესტო გამოსვლები საწვავის გაძვირებისა და ცუდი ეკონომიკური პირობების საპასუხოდ, გასული წლის 17 ნოემბერს დაიწყეს და იგი შემდეგ მაკრონისა და მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლებში გადაიზარდა, რომლის დროსაც სულ 11 კაცი დაიღუპა, 2 ათასზე მეტი დაშავდა, დაკავებულთა რაოდენობამ 8400 კაცს გადააჭარბა და მათგან 2 ათასამდე დაპატიმრებულ იქნა.

ამ გამოსვლებმა ქვეყნის ეკონომიკას უდიდესი ზიანი მიაყენა



მსგავსი ინფორმაციები