ინგლისში კიდევ ერთი მინისტრი გადადგა თანამდებობიდან ბრექსიტის გამო

ინგლისში კიდევ ერთი მინისტრი მთავრობის ევროკავშირიდან გავსლის პოლიტიკის გამო თანამდებობიდან გადადგა

1154922
ინგლისში კიდევ ერთი მინისტრი გადადგა თანამდებობიდან ბრექსიტის გამო

ინგლისში, სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და სურსათის მინისტრი, ჯორჯ იუსტისი, მთავრობის ევროკავშირიდან გავსლის (ბრექსიტის) პოლიტიკის გამო თანამდებობიდან გადადგა.

იუსტისმა გადადგომის მიზეზად პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის მიერ ბრექსიტის თარიღის გადადების არჩევანის პარლამენტისათვის წარდგენის დაპირება დაასახელა.

იუსტისი აცხადებს, რომ თუ ბრიტანეთი ბრექსიტის თარიღის გადადების სურვილს გამოთქვამს, ევროკავშირი ახალ დათმობებს მოითხოვს და ეს "ბრიტანეთს დაამცირებს."

ჯორჯ იუსტისი გახდა მე -14 მინისტრი, რომელიც ბრიტანეთში ივლისიდან დღემდე  ბრექსიტის საფუძველზე გადადგა.

დიდ ბრიტანეთში გადამდგარი მინისტრებიდან 2 ბრექსტის მინისტრი, ერთი საგარეო საქმეთა მინისტრი და ერთი შრომის მინისტრი იყო.

მეიმ ბოლო წუთზე თქვა უარი შესწორებული ბრექსიტის ხელშეკრულების 26 თებერვალს პარლამენტისთვის წარდეგნის დაპირებაზე და ეს 12 მარტისთვის გადადო.


პრემიერ-მინისტრი შეთანხმების უარყოფის შემთხვევაში 13 და 14 მარტს რიგის მიხედვით „შეუთანხმებელი გამოსვლის“ და ბრექსიტის თარიღის მოკლე ვადიანი გადავადების არჩევანის კენჭისყრაზე გატანის პირობას აძლევდა დეპუტატებს.

მეის ევროკავშირთან შეთანხმებულ ბერქსიტის შეთანხმებას 15 იანვარს "ისტორიულად" შეფასებულ კენჭისყრაზე პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობით გამოუცხადეს უარი.

ბრიტანეთი ნორმალური კალენდრის მიხედვით 29 მარტს უნდა გამოეყოს ევროკავშირის.

ბრიტანეთმა 2016 წლის 23 ივნისს გამართულ რეფერენდუმზე ხმების 52%-ით ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
 


საკვანძო სიტყვები: #ინგლისი , #ბრექსიტი , #ევროკავშირი

მსგავსი ინფორმაციები