თურქეთი, გემის მწარმოებელი მოწინავე ქვეყანა ხდება

"ICDAS-5" 15 თვეში  ჩაუშვეს წყალში

1137828
თურქეთი, გემის მწარმოებელი მოწინავე ქვეყანა ხდება

 

თურქეთის ყველაზე მნიშვნელოვანმა მძიმე სამრეწველო კომპანია İÇDAŞ-მა, ჩანაქკალეს რაიონის ბიგას დოკში, თურქი ინჟინრების მხრიდან დაპროექტებული და წარმოებული ახალი ეროვნული გემი სახელწოდებით "ICDAS-5", წყალში ჩაუშვა.

მთლიანად თურქი ინჟინრების მიერ წარმოებულ ამ გემზე, რომელიც გამოირჩევა მანევრირებით და ხარისხით, ძალზედ დიდი მოთხოვნილებაა საზღვარგარეთაც, განსაკუთრებით საზღვაო სექტორში ცნობილი გემის მეპატრონეებისგან და ასეთი გემების ექსპორტით, თურქეთის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი უცხოური ვალუტა შედის.

ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში იგდაშის გემთმშენებელმა ქარხანამ ექსპორტში გაუშვა 7 ცალი ქიმიური ტანკერი, 5 ცალი საერთო დანიშნულების სატვირთო გემი, 2 გამწევი და 1 საპილოტო ნავი. რაც შეეხება ამ უკანასკნელი გემის, "İÇDAŞ-5"- ის მშენებლობას, ამ 150 მეტრის სიგრძისა და 15 ათასი ტონა წყალწყვის გემი მხოლოდ 15თვეში ააშენეს და იგი 5 ათასი ცხენის ძალისაა



მსგავსი ინფორმაციები