გერმანიამ, საფრანგეთმა და ინგლისმა ირანთან ვაჭრობისთვის ერთობლივი გადახდის სიტემა "Instex"-ი შექმნეს
გერმანიამ, საფრანგეთმა და ინგლისმა ირანთან ვაჭრობისთვის ერთობლივი გადახდის სიტემა "Instex"-ი შექმნეს

გერმანიამ, საფრანგეთმა და ინგლისმა ირანთან ვაჭრობისთვის ერთობლივი გადახდის სიტემა "Instex"-ი შექმნეს.
საფრანგეთის, ინგლისის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სისტემის შექმნის თაობაზე გუშინ რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაკეთებული ერთობლივ განცხადებაში ისაუბრეს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ივ ლე დრაიანმა აღნიშნა, რომ ინგლისთან და გერმანიასთან ერთად „სავაჭრო საქმიანობისათვის სპეციალური მხარდაჭერის ინსტრუმენტის“ სახელწოდების მექანიზმი“ შექმნეს და ამგვარად განსაკუთრებით სამედიცინო და სასურსათო სექტორებში ირანთან ვაჭრობის მსურველი ევროპული კომპანიებს ამის ლეგიტიმურად წარმოება შეეძლებათ.
ლე დრაიანის განცხადებით, რეგიონის უსაფრთხოებისათვის ირანმა საჭიროა ბირთვული შეთანხმება შეასრულოს. მისივე თქმით, ამ ნაბიჯით ამავდროულად ევროპის ინტერსებს იცავენ და სხვა ქვეყნებს მოუწოდა ამ მექანიზმს მხარი დაუჭირონ.
ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა კი აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული შეთანხმების ფარგლებში დღეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა და ასამოქმედებელი მექანიზმით ევროკავშირსა და ირანს შორის ლეგიტიმური ვაჭრობის ნებართვა გაიცემა.
ჰანტის განცხადებით, ასამოქმედებელი მექანიზმით განსაკუთრებით იმ პროდუქციით ვაჭრობა იქნება მხარდაჭერილი, რომლებიც ირანელი ხალხისთვის პრიორიტეტულ საჭიროებებს წარმოადგენენ და ეს არის სამედიცინო მასალები, სურსათი, მედიკამენტები და სამომხმარებლო საქონელი.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი კი Instex-ის მნიშვნელობას შეეხო და დასძინა, რომ საფრანგეთმა, ინგლისმა და გერმანიამ ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმების დასაცავად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაგდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ მათ არ სურთ ირანმა სამხედრო ურანი გაამდიდროს და დაამატა: „ჩვენ წვლილი შევიტანეთ ირანთან ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელებისათვის შესაძლებლობის მიცემაში და ახლა ამისათვის საგადასახადო არხი შევქმენით.“
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ ირანისგან მის მიერ დადებული პირობების შესრულებას, ირანის ბირთვული შეთანხმებიდან არ გასვლას და ამის შესაფერისად მოქმედებას ელოდებიან. მისივე თქმით, ამასთანავე ირანთან სირიისა და ბალისტიკური რაკეტების საკითხზე მოლაპარაკებებს გააგრძელებენ.
მსგავსი ინფორმაციები

რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 36 პროცენტით შემცირდა
რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 36 პროცენტით შემცირდა