აშშ-მა პირველი სანქცია დაუწესა ვენესუელას

ამ ქვეყნის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის ყველანაირი აქტივები გაყინეს

1134973
აშშ-მა პირველი სანქცია დაუწესა ვენესუელას

 

აშშ-ს ადმინისტრაციამ, რომელიც აღარ აღიარებს ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ლეგიტიმურობას, მის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღების გზაზე პირველი ნაბიჯი გადადგა და  ვენესუელის ნავთობის სახელმწიფო კომპანია PDVSA-ს (Petroleos de Venezuela), სანქციები დაუწესა.

ამის შესახებ  თეთრ სახლში გამართულ  პრესკონფერენციაზე ხაზინის მინისტრმა სტივენ მნუჩინმა და თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა განაცხადეს.

ბოლტონმა ამასთან დაამატა, რომ მადუროს ლეგიტიმურობას არ სცნობენ რა, მის მაგივრად ქვეყნის დროებით პრეზიდენტად, ოპოზიციის ლიდერს ხუან გუაიდოს აღიარებენ, რომლის ლეგიტიმურობა უკვე სცნო უკვე ოცმა სახელმწიფომ, ხოლო ამის პარალელურად, ვენესუელის მიმართ ყველანაირ ვარიანტს, მათ შორის სამხედროსაც განიხილავენ.

მნუჩინის განცხადებით კი, ვენესუელის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის ყველანაირ აქტივებს სანქციები დაადეს



მსგავსი ინფორმაციები