პრეზიდენტი ერდოღანი ეკონომიკურ საბჭოზე სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეკონომიკურ საბჭოზე სიტყვით გამოვიდა

1130177
პრეზიდენტი ერდოღანი ეკონომიკურ საბჭოზე სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დედაქალაქ ანკარაში  თურქეთის პალატათა და ბირჟათა კავშირის მიერ გამართულ ეკონომიკურ საბჭოზე სიტყვით გამოვიდა.

„დაეშ-ის თაოსნობით YPG, PYD ყველა ამის საფასურს მძიმედ გადაიხდის. ამიტომ ნურავინ შეეცდება შეგვაწუხოს. ზოგიერთი პოლიტიკით, ზოგიერთი იარაღით, ზოგიერთი მაგიდასთან დიპლომატიით თურქეთის მათ სასურველ ვიწრო ყალიბებში მოსათავსებლად მთელი ძალით მუშაობს, მაში როცა ის დღეები უკან დარჩა.“

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-თან, რუსეთთან და სხვებთან მიმდინარე მოლაპარაკებების გაგებით დასრულება სურთ და დაამატა:

„მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უსასრულოდ მოვიცდით, ვუყურებთ ჩვენს თვალწინ მიმდინარე მზადების დასრულებას. აი საზღვრებზე ვართ, მთელი ძალით იქ ვართ. მოვლენების განვითარებას ყველაზე ახლოდან ვაკვირდებით. ჩვენთვის მოცემული პირობა თუ შესრულდება და პროცესი დაიწყება კარგია. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამზადებელი სამუშაოები დიდწილად ისედაც დავასრულეთ. ჩვენი სტრატეგიის შესაბამისად საჭირო ნაბიჯების გადგმას დავიწყებთ.“

ევფრატის აღმოსავლეთში უსაფრთხოების ზონის შექმნის საკითხთან დაკავშირებით კი ერდოღანმა აღნიშნა: „არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ უსაფრთხოების ზონის შექმნას, რომელიც ახალ ჭაობად გადაიქცევა. ჩვენი უსაფრთხოების ზონის წინადადება, ტერორგანიზაციების თურქეთის კონტროლის ქვეშ, ჩვენი საზღვრებიდან შორს შეჩერების მიზანს ატარებს.“



მსგავსი ინფორმაციები