ერდოღანი მანისას სტუმრობდა

“თურქეთი მყუდრო და უსაფრთხო ნავსაყუდელს წარმოადგენს საერთაშორისო ინვესტორებისთვის“

1119974
ერდოღანი მანისას სტუმრობდა

პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი სიტყვით გამოვიდა ქალაქ მანისაში, კერძო ინვესტორების მხრიდან აშენებული 2 ქარხნის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ თურქეთი მყუდრო და უსაფრთხო ნავსაყუდელს წარმოადგენს საერთაშორისო ინვესტორებისთვის.

“ჩვენი პარტიის მმართველობის 16 წლიან პერიოდში უცხოელმა ინვესტორებმა მთლიანობაში 202 მილიარდი დოლარის კაპიტალი დააბანდეს თურქეთის ეკონომიკაში და ამ კაპიტალიდან ისარგებლებენ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის მცხოვრებლებიც“, განაცხადა ერდოღანმა და დაამატა, რომ გასული წელი თურქმა ექსპორტიორებმა სარეკორდო მაჩვენებლით დაასრულეს, მათ 168 მილიარდი დოლარის ღირებულების თურქული პროდუქცია გაიტანეს უცხოეთში და მიმდინარე წელს ამ ციფრის 200 მილიარდ დოლარამდე გაზრდას გეგმავენ.

მისივე თქმით თურქეთში საინვესტიციო გარემო წლითიწლობით უმჯობესდება და ამიტომ იგი რჩება  საერთაშორისო ინვესტორების მყუდრო და უსაფრთხო თავშესაფრად, რაც მიღწეულ იქნა დემოკრატიის გამყარებით, კანონის უზენაესობის დაცვით და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მტკიცე გაგრძელებით



მსგავსი ინფორმაციები