ამერიკის ნედლი ნავთობის მარაგი შემცირდა

ამერიკამ კომერციული ნედლი ნავთობის მარაგები გასულ კვირაში წინა კვირასთან შედარებით 500 ათასი ბარელით შემცირებული აჩვენა

1110566
ამერიკის ნედლი ნავთობის მარაგი შემცირდა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კომერციული ნედლი ნავთობის მარაგები გასულ კვირაში წინა კვირასთან შედარებით 500 ათასი ბარელით შემცირებული აჩვენა.

ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის საინფორმაციო დეპარტამენტის (EIA) განცხადებით, ქვეყანაში კომერციული ნედლი ნავთობის მარაგები გასულ კვირაში 500 ათასი ბარელით (0,1%) 441,5 მილიონ ბარელამდე შემცირდა. საბაზრო მოლოდინი მარაგის 2,4 მილიონი ბარელით შემცირება იყო. ნედლი ნავთობის მარაგი ორი კვირის წინ 1,2 მილიონი ბარელით იყო შემცირებული.  

კომერციული ნედლი ნავთობის მარაგში არ შემავალი სტრატეგიული ნედლი ნავთობის მარაგები გასულ კვირაში მის წინა კვირასთან შედარებით 400 ათასი ბარელით (0,1%) 649,1 მილიონ ბარელამდე შემცირდა.

აღნიშნულ პერიოდში აშშ-ს ბენზინის მარაგი კი 1,8 მილიონი ბარელით (0,8%) 230,1 მილიონ ბარელამდე გაიზარდა. ბენზინის მარაგების მიმართ ბაზრის მოლოდინი 1,2 მილიონი ბარელით გაზრდა იყო. ბენზინის მარაგები ორი კვირის წინ 2,1 მილიონ ბარელით გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #ნედლი ნავთობი , #მარაგი , #ბენზინი

მსგავსი ინფორმაციები