„ყვითელი ჟილეტების“ აქციებს ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითი გავლენა ექნება

„ყვითელი ჟილეტების“ აქციებს ქვეყნის ეკონომიკის 2018 წლის ბოლო 3 თვის ზრდაზე 0,1%-იანი უარყოფითი გავლენა ექნება

1104349
„ყვითელი ჟილეტების“ აქციებს ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითი გავლენა ექნება

საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრის ბრუნი ლო მაირის განცხადებით, „ყვითელი ჟილეტების“ აქციებს ქვეყნის ეკონომიკის 2018 წლის ბოლო 3 თვის ზრდაზე 0,1%-იანი უარყოფითი გავლენა ექნება.  

ლო მაირმა რადიო RTL-ისათვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ 17 ნოემბერს დაწყებულ აქციებს საფრანგეთის ეკონომიკის წლის ბოლო 3 თვის ზრდაზე სავარაუდოდ 0,1%-იანი უარყოფითი გავლენა ექნება.

ამავდროულად, შაბათს გამართული საპროტესტო აქციების გამო სავაჭრო ცენტრებში მისულთა რაოდენობა 17%-ით შემცირდა.
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით „ყვითელი ჟილეტები“ შაბათის დემონსტრაციაში 136 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ინციდენტებში მონაწილე ორი ათასზე მეტი ადამიანი პოლიციაში გადაიყვანეს და მათგან 1700-ზე მეტი დაკავებული იქნა.

ქვეყანაში საწვავის ფასების მატებისა და ეკონომიკური პირობების გაუარესების გამო 17 ნოემბერს დაწყებული და შემდეგ მაკრონის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებში გადაზრდილი „ყვითელი ჟილეტების“ აქციები, ბოლო წლების ყველაზე ძალადობრივ საპროტესტო გამოსვლებად იქცა.



მსგავსი ინფორმაციები