თურქეთში უცხოელ დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება
10 თვეში მუშაობის ნებართვა მიეცა 97 ათას უცხოელს
1086887

თურქეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ იანვარ-ოქტომბრის პერიოდში 97 ათას უცხოელს თურქეთში მუშაობის ნებართვა მისცა.
ამავე უწყებიდან გავრცელებული ანგარიშით, შრომის ნებართვაზე განცხადება ჰქონდა შეტანილი მთლიანობაში 122 ათასზე მეტ უცხოელს მსოფლიოს 165 ქვეყნიდან და მათგან მხოლოდ 97 ათასს მიეცა მუშაობის ნებართვა.
ყველაზე მეტი ნებართვა მიიღეს სირიის, საქართველოს, ყირგიზეთის, უკრაინის, ჩინეთის და თურქმენეთის მოქალაქეებმა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2012 წელს თურქეთში მუშაობის ნებართვა მისცა 32 ათას უცხოელს, 2013 წელს 45 ათასს, 2016 წელს 60 ათასს და გასულ წელს კი 87 ათასს.
მსგავსი ინფორმაციები

იანვარ-აპრილის პერიოდში თურქეთს 8 მილიონ 885 ათას 876 ადამიანი ეწვია
იანვარ-აპრილის პერიოდში თურქეთს 8 მილიონ 885 ათას 876 ადამიანი ეწვია