სტამბოლის აეროპორტიდან აზერბაიჯანში პირველი რეისი შესრულდა

სტამბოლის ახალი აეროპორტიდან აზერბაიჯანში პირველი რეისი შესრულდა

1084311
სტამბოლის აეროპორტიდან აზერბაიჯანში პირველი რეისი შესრულდა

სტამბოლის მესამე აეროპორტიდან, რომელიც პრეზიდენ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით 29 ოქტომბერს გაიხსნა, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 121 მგზავრით პირველი რეისი შესრულდა. თურქეთის ავიახაზებმა ანკარაში, იზმირში, ანტალიაში და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში განხორციელებული რეისების შემდეგ ახლა უკვე აზერბაიჯანშიც განახორციელა პირველი რეისი. სტამბოლის აეროპორტიდან ბაქოს მიმართულებით რეისები 31 დეკემბრამდე ყოველ დღე  მხოლოდ ერთი რეისი განხორციელდება. სტამბოლის აეროპორტიდან  ბაქოს მიმართულებით პირველი რეისი ბოინგ-737 ტიპის თვითმფრინავით განხორციელდა. თურქეთის ავიახაზები აზერბაიჯანის მიმართულებით ფრენებს,  1991 წლიდან ახორციელებს რა,  ორ ხალხს შორის ეროვნულ და სულიერ ხიდის როლსაც ასრულებს.

 



მსგავსი ინფორმაციები