ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მშენებლობა გრძელდება
მისი დასრულების შემთხვევაში წლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი რუსული ბუნებრივი აირის გერმანიაზე მიწოდება იგეგმება
რუსული ბუნებრივი აირის ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაზე მიწოდების, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტის ფარგლებში კიდევ 200 კილომეტრიანი მანძილის მილები დაიგო. კომპანია, Nord Stream 2-ის ოპერატორმა განაცხადა, რომ ბალტიის ზღვაში 20 გემით მიმდინარე მშენებლობა ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის მშენებლობა მიმდინარეობს. მათივე განცხადებით, პროექტი განსაზღვრული კალენდარული თარიღის მიხედვით გრძელდება. „პროექტის ფარგლებში ბალტიის ზღვაში კიდევ 200 კილომეტრიანი მილების დაგება დასრულდა. ყველა სამუშაოები მიღებული ნებართვის ფარგლებში ხორციელდება,“ ნათქვამია კომპანია Nord Stream 2-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის პროექტის ღირებულება დაახლოებით 10 მილიარდ ევროს შეადგენს და მისი დასრულების შემთხვევაში წლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი რუსული ბუნებრივი აირის გერმანიაზე მიწოდება იგეგმება.