ხვალ სტამბოლში ახალი აეროპორტი გაიხსნება

იგი მსოფლიოს ყველაზე უდიდესი აეროპორტის გახდება

1077186
ხვალ სტამბოლში ახალი აეროპორტი გაიხსნება

 

სტამბოლის ახალი აეროპორტის პირველი ეტაპი 29 ოქტომბერს, ე.ი. ხვალ, თურქეთის რესპუბლიკის შექმნის 95-ე წლისთავზე,  პრეზიდენტ რეჯეპ თაიპ ერდოღანის მხრიდან საზეიმო ცერემონიით გაიხსნება და მისი ექსპლოატაციაში მთლიანად გადაცემის შემდეგ, იგი მსოფლიოს ყველაზე უდიდესი აეროპორტის გახდება.

ამ აეროპორტის მშენებლობაზე მთლიანობაში 26 მილიარდ ევროზე მეტი დაიხარჯება და მისი მშენებლები მსხვილი თურქული კომპანიები არიან.

ახალი აეროპორტი 76.5 მილიონ კვადრატულ მეტრზე განთავსდება და მისი სრულ ექსპლოატაციაში გადაცემა 2023 წლამდე მოხდება რა, წელიწადში 200 მილიონ მგზავრს მოემსახურება.

ახალი აეროპორტიდან თურქეთის ავიახაზები (THY) პირველ რეისს 31 ოქტომბერს ანკარაში, 1 ნოემბერს ანტალიაში, ხოლო  2 ნოემბერს იზმირში განახორციელებს, ხოლო რაც შეეხება უცხოეთში გაფრენას, პირველ რეისს 1 ნოემბერს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში და 8 ნოემბერს კი  აზერბაიჯანში განახორციელებს



მსგავსი ინფორმაციები